Digest Logo

„მონა და ზომბი არ უნდა იყო! მიუხედავად ავსტრიის ჩემდამი პატივისცემისა, მათთვის მე მაინც ყოველთვის „Georgische Sopranistin“ ვიყავი და ვრჩები“ - თამარ ივერი

1678369317
მეცო-სოპრანო თამარ ივერი

ოპერის მომღერალი თამარ ივერი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მამა შალვა კეკელიას ქადაგებას ეხმიანება და წერს, რომ მან ბევრი ადამიანის სათქმელი გააჟღერა ქადაგებისას.

🔵„პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს, ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი!“ - ნინო ლომჯარია

„მამაო ბევრის სათქმელი თქვით

„მე ევროპის მოქალაქე ვარ!!! ავსტრიამ დამაფასა,მან გამხადა საოპერო ვარსკვლავად,მან მომცა მოქალაქეობა და საპატიო მედალი და ახლა ვამტკიცო ის რომ ევროპისკენ ვარ და დროშიანი პოსტები ვდო... იგივეა,....შავთმიანმა ამტკიცოს შავგვრემანი ვარო. რა თქმა უნდა ეს ასეა და დღეს მართლაც ერის მოღალატე უნდა იყო რომ ოკუპანტი, რეჟიმმომპალი რუსეთის მეხოტბე და მისი იდეების გამტარებელი იყო, მაგრამ მონა და ზომბი არავისი არ უნდა იყო! მიუხედავად ავსტრიის ჩემდამი პატივისცემის გამოხატულებებისა, მათთვის მე მაინც ყოველთვის „Georgische Sopranistin" ვიყავი და ვრჩები. ეს ყოველთვის მსიამოვნებდა და ეს ასეც უნდა იყოს. შენი მე და თვითმყოფადობა არ უნდა დაკარგო...იმ ევროპისგანაც და იმ ამერიკისგან ასე უფრო ფასდები.

„ბრმა მონა“ და ყველაფერში წამხედურა სახელმწიფოებს „ქვეშეცნეულად“ მათ თვალში ავტორიტეტი არ აქვთ.აქ ჩამოსულებს, რაღაც შენი და განსხვავებული რომ ხვდებათ... რაც იქ არ აქვთ, სწორედ ეს მოსწონთ მათ ჩვენში.

ორი აზრი არაა რომ მათ დემოკრატიულ პრინციპებს ვიზიარებთ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანები, სწორედ ეს წესრიგი,კანონმორჩილება,გამჭვირვალობა მიყვარს მათში,მიუხედავად მათი უმკაცრესი  შემოწმებებისა, ზედამხედველობის, თუნდაც თანხების და შემოსავლების მიზნობრიობის ამბავში... ისინი ძალიან ერიდებიან იარლიყებს: აგენტი, შპიონი, ჯაშუში, მზვერავი და ა.შ. და ასეთი მიდგომები ჩვენშიც უნდა დავნერგოთ. ჩიხიდან გამოსავალსაც ყოველთვის ცივი გონებით, სიწყნარეში, დიალოგში და მშვიდობის დროს იღებენ და მათ ნაკლს, იაღლიშებს და დარღვევებსაც ოსტატურად ნიღბავენ. ეს ყველაფერი შესასწავლი გვაქვს მათგან, მაგრამ გვაქვს ბევრი რამ ისეთი თვისება ან ისეთი შედევრები, რაც მათ არც კი დაესიზმრებათ და პოზიცია:

„თქვენი სიტყვა კანონია- აღარ უნდა ლაი ლაი“-ს დონეზე „ბანანის რესპუბლიკად“ მსოფლიოში თავი არავის უნდა მოვაჩვენოთ!! ეს ყველაფერი ეროვნული იდენტობის და საკუთარი "მე" ს დაკარგვამდე მიგვიყვანს.
მშვიდობა და აღმავლობა ჩვენს ქვეყანას!“, - წერს თამარ ივერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი

🔵ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - საქართველოს პრეზიდენტი

🔵„...ხვდებიან რომ ვიშლებით და 6 გასროლის ხმა ისმის და უკვე ფეხთან, სახესთან და ჩემი მეგობრების კიდურებთან ფეთქდება ეს გაზის ტყვიები“ - გიორგი გიგაშვილი