ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ და დედა ანას სასტიკად გაუსწორდნენ.
მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო ჯანაშია გამოეხმაურა.
„დედათა მონასტერში შეუვარდნენ მონაზვნებს და გააუპატიურეს, სცემეს, დააყაჩაღეს...
არ სცმია 70 წლის მონაზონს გამომწვევად, არც ენა უტლიკინებია მამაკაცისთვის.
მოძალადე და გარყვნილ მამრს მიზეზი არ სჭირდება, ნუ ამართლებთ ისევ ქალის გამომწვევი იქცევით და კაცის მიმართ დაუმორჩილებლობით ნუ ხსნით ზოგი ტვინდაბინდული ამდენ ძალადობას და ფემიციდს.
განსაკუთრებით, ქალები რომ წერთ მსგავს ამაზრზენობას, როგორ არ გიტყდებათ? მერე ასეთი ქალები ზრდით მსგავს შვილებს და უნერგავთ ბავშვობიდან, რომ ქალი ნივთია, საკუთრებაა, თუ არ დაემორჩილა და მის ნებაზე არ იარა, დასაჯოს უნდა კაცმა უნდა დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი!
თითქოს ყულფში მაქვს თავი და თოკი სულ უფრო ვიწროვდება, სუნთქვა ჭირს, ვიხრჩობი...“, - წერს ელისო ჯანაშია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ისტორიაში პირველად! გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა
🔵ვინ არის მონაზონი, რომელიც დედათა მონასტერში სასტიკად სცემეს