Digest Logo

🎥 „მონეტას მეორე მხარეც აქვს, თი აღარ ახსენოთ ჩემთან, გთხოვთ“ - დათო გაფრინდაშვილი საზოგადოებას მიმართავს

1699345530
თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი ქმარს სკანდალურად დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, რამდენიმე კვირის წინ, თავად განაცხადა.

თის ყოფილი მეუღლე „ბზიკო“, ინსტაგრამ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც გამომწერებს თხოვნით მიმართავს, რომ თი მაჭავარიანი აღარასდროს ახსენონ და უსაფუძვლო ჭორებისგან თავი შეიკავონ.

„თავიდან დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ჭორების აგორება სოციალურ ქსელში, სანამ რამეს დაიჯერებთ, კარგად დაფიქრდით. იქნებ სხვანაირადაა ყველაფერი და მონეტას მეორე მხარეც აქვს, არავინ იცის ვის ცხოვრებაში და ურთიერთობაში რა ხდება რეალურად.  სანამ აგრესიას გამოამჟღავნებთ, იჭორავებთ და მოექცევით მანიპულაციის ქვეშ, გთხოვთ, ეს ყველაფერი კარგად გაიაზროთ. 

ჩემთვის თისთან ურთიერთობა დასრულებულია, ორივე ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ჩვენ თავად გვსურს, თუ აქამდე რაიმე მცდელობა მქონია, ამიერიდან აღარასდროს მექნება. შესაძლოა, ჩემ ერთ ცუდ საქციელს, ვიღაცის ხუთი ცუდი საქციელი მოჰყვა და ამან გადაწონა ყველაფერი,  მასზე შეკითხვებს ნუღარ დასვამთ, ყველაფერი დასრულებულია, თხოვნა მაქვს, რომ ის კონკრეტული პიროვნება აღარასდროს ახსენოთ ჩემთან“, - ამბობს დავით გაფრინდაშვილი ვიდეოში.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რა აგივარდა თავში? რა ჰონორზე ხარ? გინდა წამში დაგიგდო? დაეშვი ცოტა...“ - თი მაჭავარიანი ყოფილ ქმარს მიმართავს

🔵🎥 „მადლობა, მიყვარხარ, სულ ეს იყო შენი გამოჩენა?“ - მეუღლის საჩუქარი თამო ვაშალომიძეს