
პოლიტიკაში ახლახან წასული ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინფლუენსერებმა ინტერნეტსივრცეში ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე დაიწყეს აქცენტის გაკეთება.
მსგავსი შინაარსის პოსტებს ჟორჟოლიანი „მთავრობის მესიჯბოქს“ უწოდებს და ადამიანებს, ვინც თვლის, რომ პანდემიის გამო ფართომასშტაბიან შეკრებებს უნდა მოერიდნონ, ეუბნება, რომ ვირუსზე უფრო საშიში ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი არიან.
„პატარა ინფლუენსერები, 41-ლაიქიანები დალაგდნენ და წერენ, რომ სამყაროში პანდემია ყოფილა და თურმე, ოპოზიცია უპასუხისმგებლოა, აქციების გამო.
სასუნთქ აპარატზე თუ ვინმეა ახლა შეერთებული, ეს ქვეყანაა და პანდემიის თუ გეშინიათ, ირაკლი კობახიძეს და თეა წულუკიანს ერიდეთ.
და მორჩით ამ ძმრიანი ღვინოებით სადღეგრძელოების სმა სტატუსებს. გულძმარვა იცის.
პ.ს. აღმოჩნდა, რომ ეს სამთავრობო მესიჯბოქსია, იმიტომ რომ ტროლების ქარხანაც ამ კომენტარებით ამუშავდა“, - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, დღეს 6 ნოემბერს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ რეკორდი დაამყრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღაველემა, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მობილიზება გამოაცხადა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანურ რესურსს გაფრთხილება სჭირდება.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბოლო 24 საათში COVID-19-ით 183 ექიმი დაინფიცირდა
რამდენ ხანს არის სავალდებულო იზოლაცია/თვითიზოლაცია? - მთავრობის ახალი რეკომენდაციები