Digest Logo

„მორიგი სასწაული მოხდა, შეუძლებელი შესაძლებელი გახდა“ - რას წერს ანა ბარბაქაძე დედაზე, რომელსაც დემენცია აქვს

1720941740
ანა ბარბაქაძე

ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომლის დედასაც დემენცია აქვს, სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

მისი თქმით, დიდი შრომის და წვალების შემდეგ ანას დედამ  კანადის ლტოლვილთა და საიმიგრაციო საბჭოს სასამართლოში გაიმარჯვა და კანადაში ცხოვრების უფლება მიიღო.

„მორიგი სასწაული მოხდა. დედამ გაიმარჯვა დღეს კანადის ლტოლვილთა და საიმიგრაციო საბჭოს სასამართლოში დედამ მიიღო კანადაში ცხოვრების უფლება.

ჩემი შრომა დაფასდა და მეორეჯერ მოვიგე ღვთის წყალობით სასამართლო. ერთხელ მე რომ გავდიოდი იმიგრაციის პროცესს მაშინ მოვიგე და მეორეჯერ ღვთის წყალობით დედას მოვაგებინე.

ეს სურათი გადამიღო ჩემმა ყოფილმა მდგმურმა დედას საბუთებს რომ კიდევ ერთხელ თვალს ვავლებდი, ბოლოჯერ საემიგრაციოში გასაგზავნად .დანიელი როგორც ყოველთვის ჩემ გვერდით დაღლილი და ბოლოს იქვე ჩაძინებული.

ასე ვიყავით 3 წელი და აი, დაფასდა შრომა. ურთულესი გზა გავიარეთ, მახსოვს, როგორი რთული იყო ჩემთვის იმიგრაცია ახალ ჩამოსულზე და ახლა ხომ უფრო ურთულესი, რადგან ამ ყველაფერს ბავშვთან და დემენცია მქონე დედასთან ერთად ვაკეთებდი. თან თავიდან როგორი დაბნეული ვიყავი დედაც როგორი აგრესიული იყო, მახსოვს არსად მიჩერდებოდა. ფეხით რამდენს დავდიოდი, ოღონდ დედას ჩაბარება მომეხერხებინა. რამხელა პროცესი გავიარე, ამას ვერ შევძლებდი მარტო ეს ყველაფერი დედაღმერთმა, მამაღმერთმა, ანგელოზებმა, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა შემაძლებინეს. უდიდესი მადლობა მათ, ჩემ თავს და ზოგადად ყველას ამისათვის და ყველაფრისათვის უპირობოდ მიყვარხართ.

მახსოვს დედას საქმეს ადვოკატები ხელს არ კიდებდნენ, აქ არ დატოვებენო, ამიტომ თავად გავაკეთე ყველაფერი , სამყაროც დამეხმარა და აი, შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. დღეს დედამ მოიგო სასამართლო და თამამად ვამბობ დიახ ღვთის წყალობით სასწაულები მართლა ხდება. უდიდესი მადლობა ყველას. 

მთავარია არ გავჩერდეთ, ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე გავაკეთოთ, დანარჩენი მივანდოთ ღმერთს ზედმეტი ფიქრის გარეშე და სასწაულები აუცილებლად მოხდება. მე თუ ეს შევძელი შვილთან და დემენცია მქონე დედასთან ერთად ნიშნავს, რომ შენც ყველაფერს შეძლებ, ყველაფერი გამოგივა“, - წერს ანა ბარბაქაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მიყვარდა და ვმეგობრობდით... უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი სტილი და მანერა“ - პანჩო ხვიჩა ხოჯავაზე

მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა - რას წერს ნინი ქარსელაძე

„რომანი არ გვქონია, თბილი ურთიერთობა გვქონდა... ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს, სროლის ხმაც გაისმა“ - რას წერს მაკა რაზმაძე