Digest Logo

„რომანი არ გვქონია, თბილი ურთიერთობა გვქონდა... ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს, სროლის ხმაც გაისმა“ - რას წერს მაკა რაზმაძე

1720937179
მაკა რაზმაძე

ახალგაზრდა მომღერალი, ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი  ჯერჯერობით უცნობია.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გამოეხმაურა:

„ადრე, 90-იანებში ერთი ძალიან სიმპათიური, ძალიან კეთილი, ძალიან ვაჟკაცი და ყველანაირად არაჩვეულებრივი ბიჭი მომწონდა. 

რომანი არ გვქონია, თბილი ურთიერთობა გვქონდა დიდი პატივისცემით. ხშირად ვიყავით ერთად მეგობრების წრეში. ხვიჩა ხოჯავა ერქვა. მერე ერთ დღეს, როცა მეგობრები მორიგ ჯერზე შევიკრიბეთ და წვეულების შემდეგ ეზოსთან გამოვედით ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს იქვე ქუჩაში.

გავიდა და მალევე სროლის ხმაც გაისმა. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით. დეტალებს აღარ მოვყვები მერე რა მოხდა. ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო მაშინ.

შემდეგ დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა - მასავით სიმპათიური და საყვარელი... დღეს კი უკვე მეორე ხვიჩა ხოჯავას სიკვდილის შესახებ გავიგე... გამაგრდი, მანანა... სხვა რა უნდა ვუთხრა ასეთი შვილის დამკარგავ დედას არც ვიცი...“, - წერს მაკა რაზმაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბაყვები არ გადაიღო... შევრიგდით, მაგრამ ერთი და იმავე ტალახში აღარ უნდა ჩადგა ფეხი“ - გია სურამელაშვილი

⭕„რის შორტები, სავსეა სამება შორტებიანი ტურისტებით და სტიქაროსნებმა არავის ვაძლევთ შენიშვნასო“ - სამების მრევლი ტაძარში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

🎥 „რომ გამოვედი ამდენმა ხალხმა უუუ რომ დაიძახა მეთქი უკან ხომ არ შევიდე...“ - გიორგი მამარდაშვილი თურქეთთან თამაშზე