ბათუმის UG სკოლის მოსწავლე დაჩი დიასამიძე საფრანგეთში ESSEC Business School-ის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე Global BBA ჩაირიცხა.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში PRIME STUDY-ი ავრცელებს:
„PRIME STUDY ულოცავს ბათუმის UG სკოლის მოსწავლეს, დაჩი დიასამიძეს👨🎓, საფრანგეთში ESSEC Business School-ის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე Global BBA ჩარიცხვას!
🎓დაჩიმ ჩარიცხვის შემოთავაზებები ასევე მიიღო სხვა წამყვანი ბიზნეს სკოლებიდანაც🌟 SKEMA, Emlyon, IESEG (ყველა საფრანგეთი), TBS (ესპანეთი), VUB (ბელგია) და Constructor University (გერმანია), თუმცა არჩევანი 1907 წელს დაფუძნებული ESSEC Business School-ის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში #1-ია ბიზნესის საბაკალავრო პროგრამებს შორის და პარიზის გარდა ფილიალები აქვს სინგაპურსა და მაროკოში!
წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს ვუსურვებთ დაჩის საფრანგეთში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: