Digest Logo

„მოსალოდნელია ბოლო ავდარი...“ - როდის დათბება საქართველოში?

1774873031
ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.

ამჯერად იგი მიმდინარე დღეების ამინდის პროგნოზზე წერს და ამბობს, რომ საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი, თუმცა 31 მარტიდან გამოიდარებს:

🌸 მოსალოდნელი მარტის ბოლო გაავდრება - ფერადი ქოლგებით და ნათელი ნაბიჯებით.

30 მარტს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი და ეს იქნება მარტის ბოლო ავდარი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, ზოგან ლოკალურად შესაძლებელია დასავლეთის ქარის გაძლიერება და ძლიერი ნალექი.

🟠 აიღეთ ფერადი ქოლგები, მყარად გადადგით ნაბიჯი წინ და სევდის ნაცვლად ღიმილით გაანათეთ თქვენი სახე. თითოეული ჩვენგანი ერთადერთი და განუმეორებელია - სწორედ ეს არის ჩვენი ძალა.

🌈აქვე გეტყვით, 31 მარტს გამოიდარებს და ღიმილი, რომელსაც დღეს გაუზიარებთ სამყაროს, გამოდარების შემდეგ მზეს კიდევ უფრო ნათელს გახდის“, - წერს კობა ფარტენაძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„იყავი ყოველთვის ისეთი გამორჩეული, კაშკაშა და ბრწყინვალე, როგორიც ხარ“ - დალი ჩიტალაძე 63 წლის გახდა

„როგორც ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურები!“ - როგორ აფასებენ ანუკი არეშიძის ახალ ფოტოებს

„მატი არის უსაყვარლესი გოგო, მარწყვი“ - ქეთი ძიგუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს