მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი შტორმს, ძლიერ ქარს და თოვლს პროგნოზირებს:
„მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება.
სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში დღეს - 3 თებერვლის შუადღის საათებიდან, ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი 22 მეტრ წამამდე და წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოში - საღამოს საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი 28 მეტრ წამამდე.
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ზამთრის კურორტებზე კი თოვლი და ქარბუქი.
გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები.
4 თებერვალს საღამოს საათებში ამინდი მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდება“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ეკატერინე ტუღუშის განსხვავებული ფოტოსესია - გურამ ლომიძის შეყვარებული არაჩვეულებრივ ფორმაშია
🎥 „10-წლიანი უშვილობის ბედნიერი დასასრული 46 წლის ასაკში...“ - ემოციური კადრები