Digest Logo

„გაერთიანებაა საჭირო, თავიანთი ლიმიტები უნდა აღიარონ...“ - ვატო მსხილაძე ეზოტერიკასა და მეცნიერებაზე

1772186318
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს. ამჯერად  იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეზოტერიკისა და მეცნიერების გაერთიანებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მეცნიერება და ეზოტერიკა ერთი მედლის ორი მხარე, არსებითად ერთი და იმავე რეალობის აღწერაა სხვადასხვა ენაზე:

„თემა რაზედაც საუკუნეებია ტყუილად დაობენ. მეცნიერება და ეზოტერიკა, ერთი მედლის ორი მხარე. არსებითად ერთი და იმავე რეალობის აღწერაა სხვადასხვა ენაზე.

ის, რომ ეს ორი სისტემა ხშირად კონფლიქტში მოჰყავთ და არა სინთეზში, რამდენიმე ძალიან მარტივი და შეიძლება ითქვას, „ადამიანური“ მიზეზით ხდება...

მეცნიერება ითხოვს ობიექტურობას. მისთვის ჭეშმარიტია ის, რისი გაზომვაც, აწონვაც, დანახვა დასტურდება და რასაც 100 სხვადასხვა ადამიანი ერთნაირად გაიმეორებს ლაბორატორიაში თუ ა.შ.

ეზოტერიკა კი წმინდად სუბიექტური, შინაგანი გამოცდილებაა. როცა შენს სხეულში, შიგნიდან, უზარმაზარი ენერგეტიკული ძვრები ხდება და ამას ფიზიკურ დონეზეც კი აღიქვამ (თუნდაც შეცვლილი მეტაბოლიზმით ან აღქმის გამძაფრებით და ა.შ.), კლინიკურმა აპარატურამ შეიძლება ეს უბრალოდ ვერ დააფიქსიროს, რისი ფაქტებიც ახლა იმდენად ბევრია რომ... რასაც მატერიალისტური მეცნიერება ვერ ხედავს თავის ეკრანზე, ავტომატურად „არარსებულად“ ნათლავს.

მეცნიერებასაც აქვს თავისი ეგო. ბევრი აკადემიური წრე ისე იქცევა, თითქოს სამყაროს მექანიკა ბოლომდე ამოხსნილი აქვთ, მაშინ როცა ცნობიერების ბუნება დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება. მეორე მხრივ, არც ეზოთერიკაშია იდეალური სიტუაცია, იქაც ბევრია ისეთი, ვინც შარლატანობს, კარგავს რეალობის შეგრძნებას და ამით თავად ეზოტერული სისტემების დისკრედიტაციას ახდენს.

ვფიქრობ, გაერთიანებაა საჭირო და მუდმივად ორივე სისტემას ვიყენებ, რაც პირდაპირ მიდასტურებს ყველაფერს...
გაერთიანება ნიშნავს, რომ ინსტიტუციებმა (იქნება ეს აკადემიური სივრცე თუ სხვადასხვა სპირიტუალისტური/რელიგიური მიმდინარეობა) თავიანთი ლიმიტები უნდა აღიარონ. მეცნიერმა უნდა თქვას: „არის რაღაცები, რასაც მე ვერ ვზომავ, მაგრამ არსებობს“, ხოლო ეზოტერიკოსმა უნდა აღიაროს სტრუქტურისა და ფაქტების საჭიროება. ეს ბევრისთვის ძალიან არაკომფორტულია.

საბოლოო ჯამში, ვინც ამ ყველაფერს უბრალოდ გვერდიდან აკვირდება, კარგად ხედავს, რომ თანამედროვე კვანტური ფიზიკა, ნეირობიოლოგია და უძველესი მექანიკური თუ სპირიტუალისტური სისტემები ნელ-ნელა ერთ წერტილში მიდიან.

მეცნიერება უბრალოდ ცდილობს ისეთი ხელსაწყოები შექმნას, რომლებითაც იმას გაზომავს, რასაც მეორე მხარე ათასწლეულებია სხეულითა და ცნობიერებით განიცდის“, - წერს ვატო მსხილაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ზვიადისგან მახსოვს, დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია: გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა და ბოდიში“ - გიორგი გამსახურდია

🎥 „ცრემლი არ შემშრობია, გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი“ - დიანა ღურწკაია ზურაბ ყიფშიძეს შეხვდა

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი და მნიშვნელოვანი თარიღები - „მოულოდნელი ფინანსური გადაწყვეტილებები, ახალი ამბები ტექნოლოგიებში, ციფრულ ვალუტაში“