Digest Logo

🎥 „მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალურ მატყუარას...“ - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

1772191279
ნინო დოლიძე

ფსიქოლოგი ნინო დოლიძე გადაცემაში „დიდი შესვენება“ მშობლებს მნიშვნელოვან, სასარგებლო რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად აღნიშნავს, მკაცრი მშობელი პროფესიონალურ  მატყუარას ზრდის:

„ჩვენ შეგვიძლია, შვილთან ვიმეგობროთ ემოციურ დონეზე, გამოვხატოთ ემპათია, სხვადასხვა განცდებთან მიმართებაში, მაგრამ როლურად ისევ მშობელი უნდა დავრჩეთ. 

ეს იმას ნიშნავს, რომ კი, თანატოლი მეგობარი არის ის ადამიანი, ვინც თანაუგრძნობს, მაგრამ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებელი ურთიერთობაში რჩება მაინც მშობელი. მხარი დავუჭიროთ, ვიმეგობროთ ემოციურად, ვუთხრათ, რომ მისი გვესმის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დედას და მამას უყვარს. 

მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალურ მატყუარას. თუ რაღაცა მომიყვა ჩემმა თინეიჯერმა შვილმა და მე ამას მორალის კითხვით შევხვდი, მომავალში გადაასხვაფერებს, ან აღარ მომიყვება“, - ამბობს ნინო დოლიძე.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„გაერთიანებაა საჭირო, თავიანთი ლიმიტები უნდა აღიარონ...“ - ვატო მსხილაძე ეზოტერიკასა და მეცნიერებაზე

„ზვიადისგან მახსოვს, დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია: გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა და ბოდიში“ - გიორგი გამსახურდია

🎥 „ცრემლი არ შემშრობია, გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი“ - დიანა ღურწკაია ზურაბ ყიფშიძეს შეხვდა