Digest Logo

„მოწამეების ისტორიებს რომ კითხულობ, თმები ყალყზე გიდგება — ისეთ სატანჯველებს უძლებდნენ“ - თეოდორე გიგნაძე

1767351042
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„მოწამეების ისტორიებს რომ კითხულობ,
თმები ყალყზე გიდგება — ისეთ სატანჯველებს უძლებდნენ,
აბა, იმათ გაიარეს გზა, თუ გაიარეს...
და მაინც, დღეს — არ მიიღეს აღთქმული, არც მათ,
რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ, ამ საოცარ ადამიანებს, უჩვენოდ არ მიეღწიათ სრულყოფიელებისათვის — ეს ქრისტიანული სწავლებაა,
არ მომხდარა მათი სრულ დიდებაში მყოფობა, ჯერ,
მოლოდინის მდგომარეობაში არიან,
წარმოგიდგენიათ?!
აბელი,
აბელი — რომელიც ძმამ მოკლა,
რამდენი ხანი გავიდა აბელის მერე?!
ის აბელი შენ გელოდება,
და მე მელოდება — რომ შენ სანამ ბედნიერი არ იქნები, აბელიც გელოდება,
ისიც არ არის ბოლომდე ბედნიერი,
აბელი…
— რა განწყობა უნდა გამიჩნდეს მე ამის მერე?! ამას რომ ვისმენ?!
— კარგად ვჭამ,
კარგად ვსვამ,
მოვილხენ,
მეზარება ლოცვა...
ესენი ხომ კვდებოდნენ და მე მათ შესახებ კითხვაც კი მეზარება...
ლიტურგია, რომელიც მოვიდა აქამდე — სისხლით რომ არის მოტანილი,
მოწამეთა სისხლზე რომ დგას წირვა...
აი ეს მშვენიერება...
ჩვენ აი, ამ მზამზარეულის მიღების თავიც არ გვაქვს ხოლმე,
და უნდილად,
გულგრილად,
მოვლასლასდებით ხოლმე ლიტურგიაზე...
და ისიც კი გვეზარება, რომ პირი გავაღოთ და შევჭამოთ სისხლი და ხორცი ქრისტესი — ზიარებაზე აღარ ვლაპარაკობ,
გესმით?!
და, ამ დროს, ასეთი ვარ მე დღეს,
და მე მესმის, რომ აბელი — ძმამ რომ მოკლა, ის, ჯერჯერობით, სრულ ბედნიერებაში შესული არ არის,
მე მელოდება...
— და რატომ?!
— ასე ინება ღმერთმა, აი ასე.
— რა განწყობა უნდა გამიჩნდეს მე?!
— შემრცხვეს მინიმუმ…
თავი დავიმდაბლო და მადლიერებით ვიცხოვრო
—და ეს მადლიერება რა არის?! რას ნიშნავს ეს მადლიერება?! რაში გამოვლინდება?!
— უფლის ერთგულებაში, ეკლესიისადმი სიყვარულში“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვების განსაკუთრებული მისია

⭕„ბევრი ტკივილი და სიხარულიც გამოვიარე...“ - რას წერს გიორგი გოჩოლეიშვილი 2025 წელზე

⭕„ზღაპრის ასულო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი წელი დუბაიდან