მარიამ მათიაშვილი საზოგადოებისთვის პირველ რიგში ცნობილია, როგორც გამორჩეული ქართველი მოცეკვავე და ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი. იგი ასევე პოპულარული ქორეოგრაფის, თეა დარჩიას ქალიშვილია.
მარიამი დღეს, 28 აგვისტოს იუბილარია.
მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში დედამისმა ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„დღეს ჩემი ყველაფერში საუკეთესოს, მარიამის დაბადების დღეა.
ეს ადამიანი სრულყოფილებაა: მეგობრობაში, შვილობაში, დედობაში, მეუღლეობაში, ერთგულებაში, პროფესიონალიზმში და საერთოდ ყველაფერში…
ვამაყობ შენით, დედა. შენ, ჩემი საყრდენი, იმედი და ბედნიერება ხარ.
მადლობა ღმერთს და ღვთისმშობელს, მის ბრწყინვალე დღესასწაულზე შენი ჩუქებისთვის.
იბედნიერე შენს სასწაულ ოჯახთან და ზღვა მეგობრებთან ერთად“, - წერს თეა დარჩია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ ხდება მისი კრიტიკოსი ან „აღმზრდელი“, არამედ არის მოკავშირე...“ - რა სჭირდება კაცს ქალისგან?
⭕ცნობილია, ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი თბილისის ზღვაში იპოვეს