მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა. ინფორმაციას სალომე სოციალურ ქსელში გვიზიარებს. როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ ახალშობილი ვაჟია და მას სანდრო დაარქვეს.
მოცეკვავემ საზოგადოებას ეს ფაქტი ერთი თვის შემდეგ გაუმხილა რადგან, სალომეს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ მან 28 მარტს იმშობიარა. მოცეკვავის რჩეულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
„ჩემი სანდრო.
მადლობა უფალო ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“, - წერს სალომე ჭაჭუა.
ცნობისთვის, სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინურამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო.
წლებია მას საზოგადოება ეკრანებიდან იცნობს. იგი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავეც გახლავთ.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეიძლება ჩვენ თვითონ გავხადოთ პარტნიორი მანიპულატორი“ - როგორ ამოვიცნოთ ასეთი ადამიანი?
⭕ რა არის თქვენი წარსული ცხოვრების კარმა დაბადების თარიღის მიხედვით?