როგორ ამოვიცნოთ მანიპულატორი? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფსიქოლოგმა თეკლა გეთიაშვილმა ისაურბრა.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა ზოგიერთ ადამიანებს თავად ვხდით მანიპულატორს:
„თუ გქონიათ ოდესმე განცდა, რომ საუბრის ბოლოს თავს გრძნობთ დამნაშავედ და რეალურად არაფერი დაგიშავებიათ? ან თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, თუმცა დიდხანს ვიმართლებდი თავს. ამ შემთხვევაში ცალსახად მანიპულატორთან გაქვთ საქმე, რადგან მან თავი ან დამნაშავედ გაგრძნობინათ ან გამართლებინათ. მანიპულაციის მთავარი მიზანი არ არის თავისი სიმართლის დამტკიცება, არამედ თქვენ სიმართლეში ეჭვის შეტანა.
სიყვარულით დაწყება და კონტროლით დამთავრება არის მანიპულაცია. კონტროლი არის სოციუმზე, დროზე და ა.შ. მანიპულატორებად არ იბადებიან. მანიპულატორები ხდებიან.ეს არის უფრო მეტად სისუსტე. მას ბავშვობაში არ უსმენდნენ, ან მისი ნათქვამი არასწორად აღიქმებოდა. მიზანს აღწევდნენ მანიპულაციების საშუალებით“, - აღნიშნა თეკლა გეთიაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის თქვენი წარსული ცხოვრების კარმა დაბადების თარიღის მიხედვით?
⭕ დალი ჩიტალაძე: 45 წლის შვილი რომ მყავს, როგორ შეიძლება, ჩემი ასაკი დავმალო