Digest Logo

ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში საქორწილო კაბებს არჩევს? - მოდელი Barcelona Bridal Fashion Week-ის კვირეულის კულუარებიდან

1777039340
ალექსანდრა პაიჭაძე

ქართველი მოდელი და ინფლუენსერი, ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის სკანდალური თუ პირადი სიახლეებით ხვდება, ამჯერად მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ეპიცენტრშია.

მოდელი ბარსელონას საქორწილო მოდის კვირეულს - Barcelona Bridal Fashion Week ესწრება, საიდანაც გამომწერებს შთამბეჭდავ კადრებსა და ემოციებს უზიარებს.

„დიზაინერები, კაბები, ბაიერები, დამკვეთები, ტენდენციები, მილიონები და მილიარდები, ინდუსტრია ქალებისთვის, პატარძლებისთვის, ოცნების ქსოვილები და თარგები!

გაოცებული ვარ სანახაობით, ამ ბიზნესის სიდიადით. დღის მანძილზე 10-მდე სხვადასხვა დიზანიერის და მოდის სახლის ჩვენება ტარდება, თითოეული განსაკუთრებულია, ვეცდები გავაშუქო.

მოკლედ, უმასშტაბურესი და ძალიან გავლენიანი ღონისძიებაა და წელს 10 წელი გავიდა დაარსებიდან. აქ მოხვედრა ყველა Bridal fashion designer-სთვის ოცნებაა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

წელს Barcelona Bridal Fashion Week დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, ბაიერებსა და მოდის კრიტიკოსებს აერთიანებს, საქორწილო ინდუსტრიის მთავარ ორიენტირად ითვლება. ალექსანდრა პაიჭაძის თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ბიზნესმენ დავით კოდუასთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ, ალექსანდრა პაიჭაძის ნებისმიერი ფრაზა ქორწინებაზე მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. მოდელი არ მალავს, რომ ბარსელონაში მიღებული გამოცდილება მისთვის სამომავლო ინსპირაციის წყაროც გახდა:

„ოდესმე თუ ვიქორწინებ, ვიცი სად უნდა შევიხედო კაბების უდიდესი არჩევანისთვის“,- დასძენს მოდელი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დალი ჩიტალაძე: 45 წლის შვილი რომ მყავს, როგორ შეიძლება, ჩემი ასაკი დავმალო

⭕ როგორ შევქმნათ კეთილდღეობის ენერგია საკუთარ სახლში

იცოდი, რომ ეს სუნელები და მცენარეები ჯანმრთელობისთვის უამრავ სარგებელს მალავენ? - „გამოიყენე ბუნების ძალა ყოველდღიურად!“