Digest Logo

„მოტყუების ალბათობა და ჭორები იმატებს, ემოციები ზრდაში ხელს გვიშლის“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1788854551
ქეთევან ჯანდიერი

ეზოტერული ზოგადი პროგნოზი ამ კვირისთვის (7 – 13 სექტემბერი):

ამ კვირას, დავასათაურებ ასე - „ახალი კარები მაშინ იღება, როცა საკუთარ თავს ცვლი“. დიახ! ეს კვირა ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი დასაწყისებისკენ გვიბიძგებს. ძველი კავშირები სიმტკიცესა და საიმედოობაზე გამოცდას გაივლიან.

წარმატების საიდუმლო გონივრულობასა და თანმიმდევრულობაში იმალება. სამაგიეროდ, ფუსფუსი და იმპულსური გადაწყვეტილებები შეიძლება საკმაოდ ძვირი დაგვიჯდეს. ამას ემატებიან არაკეთილმოსურნეებიც, რომლებიც შესაძლოა ძველი წყენისა და შეცდომების გახსენებას შეეცადონ, მაგრამ ის, ვინც საკუთარი საქმე კარგად იცის და ბოლომდე აკეთებს, ყველაფერს აუცილებლად გადალახავს!

ამ მხრივ, კვირის ტენდენციები:

სერიოზული გადაწყვეტილებების დროა;

დაწინაურების შანსები მაღალია;

მოჩვენებით მიმზიდველი იდეები და ცდუნება;

გარემოს მოულოდნელი არასტაბილურობა.

პიროვნებისთვის: სიმამაცე დაუფიქრებლობას არ ნიშნავს! ახალ მთვარესთან მოახლოება გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ შევაჯამოთ განვლილი, არამედ სწორი დასკვნებიც გამოვიტანოთ.

თუ გადაწყვეტილებები დიდი ხანია მწიფდება, სწორედ ახლა ბევრი რამის რეალობად ქცევა გახდება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ სხვის გავლენას და ყოველთვის გადაამოწმოთ სხვისი ნათქვამი. ნუ ენდობით „ცარიელ” ადამიანებს. დაიცავით თქვენი საზღვრები, სახლი და ახლობლები. სულის კაპიტალი მატერიალურზე გაცილებით ძვირფასია, რადგან სწორედ ის გარდაიქმნება ოქროდ.

ამ მხრივ ტენდენციები:

სიმამაცე შესაძლებლობებს ქმნის;

გონივრული მიდგომა მნიშვნელოვანია;

მოტყუების ალბათობა და ჭორები იმატებს.

ემოციები - ზრდაში ხელს გვიშლის.

სამსახური: ერთად მუშაობის და ძლიერი გუნდის შეკრების უნარი წარმატების მთავარი გასაღები გახდება. დაიწყეთ ახალი პროექტები, გააფართოვეთ საქმიანობის სფერო და ნუ შეგეშინდებათ ახალი წამოწყება/ცდის. ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დეტალებისადმი ყურადღება კი ნამდვილად არ გაწყენთ.

ამ მხრივ ტენდენციები:

მოგების ზრდა;

შეცდომები დოკუმენტებში - იყავით ყურადღებით.

სიყვარული: ურთიერთობები გარდაქმნის ეტაპს გადის. ზოგი წყვილი კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს, თუმცა სხვები, სამწუხაროდ, მიხვდებიან, რომ ურთიერთობის ძველმა ფორმამ საბოლოოდ ამოწურა თავი. ახალი მთვარე, შესაძლებლობას იძლევა, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, თუმცა სრულიად ახალი წესებით.

რაც შეეხება შემთხვევით კავშირებს, ისინი შეიძლება ადვილად გაჩნდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმედგაცრუება მოიტანონ! იყავით დაკვირვებით!

ვინც მარტო ხართ, გაცნობისთვის ხელსაყრელი დღეებია: ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა.

ახლა კი ზოგადი პროგნოზი, კვირის დღეების მიხედვით:

7 სექტემბერი - ორშაბათი. დღე გამძლეობაზე გამოგცდით და სერიოზულ ამოცანებს დაგისახავთ. ნუ დაიბნევით და ინიციატივას ნუ დაკარგავთ. ვინც საკუთარ საქმეს კარგად ფლობს, ყოველთვის იპოვის გამოსავალს. საქმეებში ახლობლებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა დაგეხმარებათ. თუმცა მზად იყავით გეგმების მოულოდნელი ჩაშლისთვის. დღე ენერგეტიკულად მძიმეა და საკმაოდ ფეთქებადი იქნება (მთვარის 26-ე დღე).

8 სექტემბერი - სამშაბათი. დილიდან ფრთხილად იყავით და უცნობ ადამიანებს მარტივად ნუ ენდობით. მაცდური, მაგრამ მოჩვენებითად მოგებიანი შეთავაზებები შეიძლება გამოჩნდეს და მალევე გაქრეს. გონივრული მიდგომით კი ყველაფერი უკეთესობისკენ შემოტრიალდება. იღბალი მათ მხარესაა, ვინც პატიოსნად შრომობს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები და კარგი კონტაქტები გელოდებათ (მთვარის 27-ე დღე).

9 სექტემბერი - ოთხშაბათი. ეს დღე, ხელს უწყობს თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ადამიანებს. დაეყრდენით წარსულ მიღწევებს და ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც ადრე დაგეხმარათ. თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ, უკან აღარ დაიხიოთ. ახალი ნაცნობობა მომავლისთვის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის (მთვარის 28-ე დღე).

10 სექტემბერი - ხუთშაბათი. ნუ შეგეშინდებათ იმ თამაშის წესების შეცვლის, რომელშიც თავად შედიხართ. დიპლომატია ბევრ კარს გაგიღებთ. ვინც შეთანხმება იცის, ის იგებს! გადაწყვეტილებები რაციონალურად მიიღეთ და წვრილმანებსაც მიაქციეთ ყურადღება. ასევე ყურადღება მიაქციეთ ახლობლების პრობლემებს (მთვარის 29-ე დღე).

11 სექტემბერი - პარასკევი. დილით ახალი მთვარე ახალ ფაზას გახსნის და პოზიტიური ცვლილებების განწყობას შექმნის. დღის განმავლობაში ახალი წამოწყებები წარმატებული იქნება, განსაკუთრებით, საქმიანი კავშირები და პარტნიორობები, თუმცა, იმპულსურობამ შესაძლოა ცუდი სამსახური გაგიწიოთ. საღამოსკენ აქტიურობა შეამცირეთ და უფრო მშვიდ, ნეიტრალურ რიტმზე გადაერთეთ (მთვარის 30-ე დღე. ახალი მთვარე).

12 სექტემბერი - შაბათი. დღე მაქსიმალურად რაციონალურად დაგეგმეთ. ნუ დაუჯერებთ ლამაზ დაპირებებს და ადამიანებს, რომლებიც „ოქროს მთებს“ გპირდებიან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. სამყარო შეიძლება ქაოსში იყოს, თქვენ კი საკუთარ ტალღაზე დარჩით (მთვარის მე-2 დღე).

13 სექტემბერი - კვირა. ისწავლეთ საკუთარი საზღვრების დაცვა და ინიციატივას ნუ დაკარგავთ. სადავო და უსიამოვნო საკითხები უბრალოდ გაუშვით, ახლა მათზე ენერგიის დახარჯვის დრო არ არის! და თუნდაც თქვენს გარშემო სამყარო მოუსვენრად დუღდეს, გახსოვდეთ: თქვენი ყველაზე დიდი ღირებულება თავად თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები ხართ (მთვარის მე-3 დღე).

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოველი დაბადების დღე მატარებლის ბოლო გაჩერებასავითაა...“ - თამარ ივერი 55 წლის გახდა

🎥 „ამდენ ხანს ამას გიმალავდით...“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე

8 სექტემბრიდან იღბლიანი პერიოდი იწყება - ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს