ბლოგერი და ინფლუენსერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც „გარდენია შევარდნაძის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალს და საზოგადოების ვნებათაღელვას ეხმაურება.
ბლოგერის თქმით, მას პრეტენზიის ადრესატთან, ზურა შევარდნაძესთან წარსულში პირადი უსიამოვნო გამოცდილებაც აკავშირებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება დამსაქმებლის მხრიდან სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„საშინელებაა, რასაც ამ ვიდეოში ვისმენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზუსტად ასე იყო!
ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ. მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ, არავინ არავისზე მეტი არ არის და უხეშობა და უზრდელობა არავის უნდა შერჩეს.
დაე იყოს მაგალითი სხვებისთვისაც!“, - წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.
როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას
⭕ შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე: „მომატყუეს და პასუხიც არ გამცეს“