Digest Logo

„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას

1775024307
ზურაბ შევარდნაძე

ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ თემას სამი დღის შემდეგ, ადრესატი ზურა შევარდნაძე გამოეხმაურა:

„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.

მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად.

იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.

თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.

გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია.

სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას...ამ დროს რთულია მოახერხო თავის შეკავება“ - რას პასუხობს „გარდენია შევარდნაძის“ ადმინისტრაცია ბრალდებებს

⭕ შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე: „მომატყუეს და პასუხიც არ გამცეს“

🎥 „გაშლილი ხელით, გაფართოებული თვალებით, დამიბრახუნა ძლიერად მაგიდაზე და გა@@ვი აქედანო“ - მოქალაქე ზურა შევარდნაძეს შრომის ინსპექციაში უჩივის