ილია თოფურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
იგი თავდამსხმელებს მიმართავს და ამბობს რომ ინციდენტი პასუხგაუცემელი არ დარჩება:
„მშიშრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ ნამდვილ კაცებთან საერთო არაფერი გაქვთ“, - წერს ილია თოფურია.
მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარი ინციდენტი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი გახდა.
ქართველი ჩემპიონის განცხადებით, მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.
დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.
სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“