მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას განაგრძობს, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იგი საშემოდგომო ლუქში პოზირებს:
„შემოდგომის „ვაიბები“, - წერს ნინი შერმადინი.
ნინი შერმადინი 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში დაიბადა და მუსიკალური მოღვაწეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ფართო საზოგადოებამ იგი მუსიკალური მეგა-პროექტებიდან გაიცნო. ამჟამად მომღერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს
ამერიკაში გადასვლის შემდეგ, ნინი შერმადინმა მუსიკალური განათლება განაგრძო, თანამშრომლობს სხვადასხვა სტუდიასთან და აქტიურად წერს საკუთარ სიმღერებს. ქართველი მსმენელისთვის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია სიმღერა „არ დაგელოდები“.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ, როგორ წარმოადგენს ნეკა დოროყაშვილი „მილანის მოდის კვირეულზე“ საკუთარ სტილს