ზოგიერთ კაცს ნამდვილად აქვს ბევრ ქალთან ურთიერთობის სურვილი. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორით აიხსნება.
რა არის კაზანოვას კომპლექსი და რატომ აქვს ზოგიერთ კაცს ბევრ ქალთან ურთიერთობის სურვილი? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოანალიტიკოსი ლადო გამსახურდია საუბრობს:
„კაზანოვას კომპლექსის, ანუ კაცების მიერ ბევრ ქალთან ურთიერთობის სურვილის ერთ-ერთი მიზეზი დედის ძიებაა. ფროიდის აზრით, ყველა კაცის პირველი სიყვარული დედაა და თუ ეს პირველი კავშირი ბავშვობაში საკმარისად თბილი და სტაბილური არ იყო, ზრდასრულობაში კაცი მას ყოველ ახალ ქალში ეძებს.
ამას ფსიქოანალიზში დონჟუანის კომპლექსსაც ეძახიან, დონჟუანი ქალს იპყრობს, მაგრამ მასთან დიდხანს ვერ რჩება, რადგან არცერთი ქალი არ არის იდეალური და ვერ უნაცვლებს დედას, ამიტომ ეს ძიება არასდროს მთავრდება“, - ამბობს ლადო გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ, როგორ წარმოადგენს ნეკა დოროყაშვილი „მილანის მოდის კვირეულზე“ საკუთარ სტილს
🎥 ანაცვლებს თუ არა სახის მასაჟი ბოტოქსს და რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება მისი გაკეთება?