
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაღუპული კომპანია „ნეოტექის“ პიარი მარიამ დოხნაძეა, რომელიც ასევე მომღერალ მარიამ შენგელიას საუკეთესო მეგობარი გახლდათ.
მარიამ შენგელიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც მეგობარს ემშვიდობება:
„მომავალ შეხვედრამდე ჩემო პრინცესა. მშვიდად განისვენე“, - წერს მარიამ შენგელია.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას...“ - დაბადების თარიღის მიხედვით ვისთვის როგორი წელი იქნება?