სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი გამოეხმაურა:
„ეპოქა დასრულდა.. აცხონოს უფალმა..
ილია მეორე, გარდაიცვალა..
ახლა სახლში ხართ.. მშვიდად განისვენეთ და ღმერთმა გაცხონოთ, ჩვენო საყვარელო მშობელო და უდიდესო იმედო...“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და 22 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო ანანიაშვილი იუბილარია - პრიმა-ბალერინა 63 წლის გახდა
🎥 1977 წლის 25 დეკემბერი - კადრები კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან სვეტიცხოველში