27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შვილი, მარი გრიგოლია გამოეხმაურა და გარდაცვლილთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:
„მშვიდობით … არა, ნახვამდის!💔 ბასლა...“, - წერს მარი გრიგოლია.
ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 4 ნოემბრიდან დიდ ფინანსურ წარმატებას მიიზიდავს
⭕„ვაუ, სექსუალური და ძალიან ცხელი...“ - როგორ გამოიყურებოდა „ჰელოუინზე“ მარიამ სანოგო