მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული საქართველოში დაბრუნდა.
ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივარს სიყვარულისთვის მადლობას უხდის:
„ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში. დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა“, - წერს ნინო ჩხეიძე.
ცნობისთვის, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო მომღერალი ისრაელიდან დაბრუნებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შენ სხვას ვერ გადაარჩენ: ია ბერსენაძე ბავშვობის ტრავმებსა და ინსტინქტებზე