ჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მოწმობას აქვეყნებს და პროფესიას ემშვიდობება.
იგი უკვე რამდენიმე წელია, რაც ეკრანზე არ ჩანს და მისმა ამ პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
„მშვიდობით პროფესიავ…“, - წერს მაია ასათიანი.
„რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობიდან წასვლა? დამღლელია ხომ?“,
„არა, არა და არა!“,
„უყურებ ტელევიზიას ვერ ხედავ ასათიანს. უყურებ ასათიანს ხედავ ტელევიზიას“,
„მაი ეს პროფესია არასდროს დაგტოვებს! მიყვარხარ“,
„ეს პროფესია თქვენს გარეშე არაფერია“,
„ძალიან ცუდი“, - წერენ კომენტარებში.
„3 წელი გავიდა. სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ეთერში ვარ, უცნაური განცდით მეღვიძება. ზოგჯერ ჩემს დეკორაციებს ვხედავ, სხვა ხალხით სავსეს, არ მეგონა, თუ მეტკინებოდა, მტკივა... ჩემს პროფესიაში მინდა! სტუდენტებს სულ ვუყვები, რომ ეს საქმე ცოცხალი ადამიანივით მიყვარს, უკვე ცალმხრივად. ჩემზე არაა დამოკიდებული ჩემი დაბრუნება“, - წერდა მაია ასათიანი რამდენიმე თვის წინ.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
🎥 სოსო ნებიერიძის მოგზაურობა გერმანიაში, ოქტობერფესტზე - მოგზაურის მორიგი შთამბეჭდავი ვიდეო