ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 219 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად მოგზაური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც გერმანიაში „ოქტობერფესტს“ დაესწრო და როგორც ყოველთვის დიდ მოწონებაც დაიმსახურა.
მოგზაური გერმანიაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, სადაც ერთმანეთს სამოსი შეურჩიეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარეს, გამარჯვებული სოსო ნებიერიძის ლუქი გახდა.
„ოქტობერფესტი“ 1810 წლიდან იღებს სათავეს პრინცი ლუდვიგის და პრინცესა ტერესას ქორწინების პატივსაცემად მოწყობილი სერიული დოღის ღონისძიებიდან. ის იმდენად დიდი მოვლენა გახდა, რომ ყოველწლიური ღონისძიების სახე მიეცა. თუმცა, სოსისები და ლუდი მოგვიანებით შემოვიდა ასპარეზზე.
პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ამ დროს მიუნხენში უზარმაზარი რაოდენობის ალკოჰოლია – დაახლოებით 7 მილიონი ლიტრა მიდის უშუალოდ ფესტივალზე გამოყენებისთვის, მასთან ერთად, 95000 ლიტრა ღვინო.
მომსახურე პერსონალი ტრადიციულ სასმისებში ასხამენ სასმელს, რომელსაც Masskruege ეწოდება.
„ოქტობერფესტზე“ სოსო ნებიერიძე და მისი მეგობარი, ტიტე მიქაძე შესანიშნავად გაერთნენ - ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი