Digest Logo

„მსხვერპლმა დაზიანებების ფოტოები რომ გადაიღო, იქ მისი სახე არ ჩანდაო... ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო“ - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი

1666426237
დოროყაშვილი ბასილაშვილი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი - ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებას ეხმაურება და ასე ასაბუთებს: 

„არაიურისტებისთვის, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ არ დაადგინა ძალადობა:

1. მსხვერპლმა დაზიანებების ფოტოები რომ გადაიღო იქ მისი სახე არ ჩანდაო ("ფორმულას" ჩანაწერი 54-ე წუთი) - ანუ, ამის მერე, სელფებია საჭირო. როცა გცემენ და დალურჯებას გადაიღებთ - თან უნდა გაიღიმოთ და “ჩიიზ” თქვათ.

2. ძალადობის მერე, რამდენიმე საათში დაბადების დღეზე წასვლის და გაღიმების უნარი არ უნდა ჰქონოდაო (49-ე წუთი) - ანუ როცა იძალადებენ, მერე ინსტრუქციაა როგორ უნდა მოიქცეთ. თუ სადმე გაიღიმებთ, ესე იგი არ გეტკინათ და დაივიწყეთ გასაჩივრება.

3. ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო ანუ, 911 -ზე რატომ არ დარეკა. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს: ჯერ ერთი, არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა შეშინებულია და მარტოა, უცხო ქვეყანაში.

4. თუ პოლიციაში არ მიჰქონდა ის ჩანაწერი, მაშინ რატომ იღებდაო (47-ე წუთი)- ანუ, მსხვერპლო ქალებო, არ შეაგროვოთ მტკიცებულებები თუ მაშინვე პოლიციაში არ წაიღებთო.

5. დაზიანებებს სასწრაფოს ექიმმა სხვა სახელი (ექსკორიაცია) რომ უწოდა და ექსპერტიზამ სისხლნაჟღენთი - რა არის ეს ორი სათაური, ეტყობა, საერთოდ ბავშვის უხერხულად ხელში ჭერისგან გაუჩნდაო (59-ე). კადრებში არ ჩანს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ ასე ყოფილიყოო. აქ ბავშვიანებმა მოიფიქრეთ, ბავშვი ისე როგორ უნდა დაიჭირო, რომ სისხლნაჟღენთები გაგიჩნდეს.

სხვა უამრავ საოცრებაზე მერე დავწერ. „რამდენად არის გამართლებული პოლიციისთვის დაგვიანებით მიმართვა" (47-ე წუთი) მოსამართლე სვამს კითხვას - ოჯახში ძალადობასთან თუ ოდესმე შეხება გქონია, სიმწრით გაგეცინება ამაზე. ხანდახან ჯობია იურისტი არც იყო რომ ამ მსჯელობის უკანონობა ბოლომდე ვერ გაიგო“- წერს ანა არღანაშვილი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა... სასამართლო კლავს ქალებს“ - ნელი დოროყაშვილის პირველი კომენტარი

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კი დავწერდი ჩემ აზრს მაგრამ.... ვგმობ ყველანაირ ძალადობას“ - რას წერს ია ფარულავა