Digest Logo

„მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი, ქართველებმა უკვე ვიცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია“ - მარი ნანა მახარაძე

1646813516
მარი ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტო - ქალი დროშით ხელში, ალბათ ყველას გვახსოვს. ეს იური მეჩითოვის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოა.

ყველასთვის ცნობილი ქალბატონი - მარი ნანა მახარაძე ახლა იტალიაში ცხოვრობს და ემიგრანტია. 

მან რუსეთის ძლიერი მარწუხების ძალა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც ქვეყნის დასაცავად 1989 წლის 9 აპრილს თბილისის მთავარ მოედანზე, პარლამენტის წინ იდგა.

ჰოდა, მახარაძე ახლა მოქალაქეებს სოციალური ქსელიდან მიმართავს და რუსული აგრესიის შესახებ წერს.

„ორი კვირაა 24/24-ზე ისმის ჩემს სახლში რუსეთი, უკრაინა, პუტინი, ზელენსკი, ომი, სანქციები, ამერიკა, ევროპა, დახმარება, იარაღი, შიში, დევნილები...

სტრესი, სიკვდილი...

ვისმენ შეშფოთებას, აღშფოთებას, ჯერ კიდევ გაკვირვებას, მოწოდებას, დარიგებას, შეგონებას, კრიტიკას, დახმარებას, აღფრთოვანებას...

ომი კი გრძელდება...

ყოველ წამს წყდება სიცოცხლე...

ამ დაწყევლილ ომზე ხშირად ვკამათობთ მე და ჩემი მეუღლე...

მე ქმედითი ნაბიჯების მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, გააზრებული მაქვს რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს...

ჩემი ქმარი საუბარში ძირითადად დიპლომატიურ ტონს იყენებს...

ამ საღამოს, მსოფლიოს ყველა სატელევიზიო არხებზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მეუბნება:

- მე ვიცი როგორ შეიძლება გადაწყდეს პრობლემა...
- მთელი მსოფლიო ფიქრობს ამ პრობლემაზე და ბრძანეთ ვუპასუხე „ევროპული გაკვირვებით“....
- ვიფიქრე,რომ სანქციებზე და იარაღზე ეფექტური პუტინის წინააღმდეგ იქნებოდა, პაციფისტური მარში უკრაინაში, ანუ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი: ამერიკელები, ინგლისელები,
იტალიელები, ფრანგები, ესპანელები, გერმანელები, მშვიდობისმოყვარე რუსები, ავსტრალიელები, კანადელები,
აფრიკელები, უიარაღო ადამიანები მშვიდობის მოთხოვნით. ეს იქნება უდიდესი ძალა, რომლის წინააღმდეგ პუტინი იარაღს ვერ გამოიყენებს...
- ქართველები გამოგრჩა?
- ქართველებმა უკვე იცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია...

(თან თქვენი ბიჭები ხომ იქ არიან)...

არ ვიცი რატომ დამეუფლა სიმშვიდე, რა მომეწონა იდეა თუ გაერთიანებული მსოფლიოს წარმოდგენა, მშვიდობის სუნი თუ ხვალინდელი დღის იმედი...

იქნებ მართლაც იყოს კარგი იდეა...

ჯერჯერობით კი ისევ ომია...

კიდევ ერთი ღამე...

ნეტავ რამდენი სიცოცხლე...“ - წერს მახარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘ქართველი დედა და მამინაცვალი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და „საიდუმლო“ შვილები - პუტინის უცნობი ამბები

🔘„უკრაინაში პუტინის დამარცხებას მიშა სჭირდება!“ - ბარამიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

🔘დაბალი ფენის იდუმალი საყვარელი, „უკანონო“ შვილი და გზა მილიონერობისკენ - ვინაა პუტინის საყვარელი?