Digest Logo

„მსუბუქი იყოს შენთვის აფხაზეთიდან ჩამოტანილი ქართული მიწა“ - ნინო წილოსანი ლაშა ბასლანძეს

1762262622
ლაშა ბასლანძე

მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს ემშვიდობება:

„დღეს ჩვენ მეგობარს, თანამებრძოლს და ღირსეულ ადამიანს ლაშა ბასლანძეს დავემშვიდობეთ.

ისეთ სწორ საქმეს ემსახურა, იმდენი ადამიანის გულში დატოვა სითბო და სიყვარული, დარწმუნებული ვარ, მის შვილებს ეს მადლი გზას გაუნათებს.

მსუბუქი იყოს შენთვის აფხაზეთიდან ჩამოტანილი ქართული მიწა“, - წერს ნინო წილოსანი.

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, იგი დღეს 4 ნოემბერს დაკრძალეს.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს დაკრძალეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გპირდები, რომ სულ მეყვარება შენი ოჯახი... მადლობა ძმობისთვის“ - ლაშა ბასლანძეს მეგობარი ემოციურად ემშვიდობება

⭕ზვავის ჩამოწოლის შედეგად ნეპალში 7 ალპინისტი დაიღუპა

⭕ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა