Digest Logo

„დაგროვილი გამოცდილება და იდეები რეალურ შესაძლებლობებად შეიძლება გადაიქცეს“ - ასტროლოგი იუპიტერის რეტროგრადულობაზე

1772633085
იუპიტერი —იუპიტერი —

✨10 მარტიდან იუპიტერი( შანსების, შესაძლებლობებისა და ჰორიზონტის გაფართოების პლანეტა) ასრულებს რეტროგრადულ სვლას და იწყებს პირდაპირ მოძრაობას კირჩხიბის 15°-დან.

რეტროგრადული ფაზა 2025 წლის 8 ნოემბრიდან მიმდინარეობდა და ამ პერიოდში მისი ენერგია უფრო შინაგან პროცესებს ეხებოდა: რწმენის, ღირებულებებისა და ცხოვრების ფილოსოფიის გადახედვას.

ახლა, როდესაც პლანეტა პირდაპირ მოძრაობას უბრუნდება, იწყება ეტაპი, როდესაც ბოლო თვეებში დაგროვილი გამოცდილება და იდეები რეალურ შესაძლებლობებად შეიძლება გადაიქცეს. ტრადიციულ ასტროლოგიაში იუპიტერი „დიდ ბედნიერებას“ უკავშირდება. ბერძნულ მითოლოგიაში ის ზევსის სახით უზენაეს ძალას განასახიერებს, ხოლო რომაულში — იუპიტერს, წესრიგისა და სამართლიანობის დამცველს.

სწორედ ამიტომ ასტროლოგიურად იუპიტერი დაკავშირებულია სიბრძნესთან, უმაღლეს განათლებასთან, რწმენასთან, ეთიკასთან, კანონებთან, უცხო კულტურებთან და მოგზაურობასთან. მისი ენერგია ზრდასა და ცხოვრების ჰორიზონტის გაფართოებასთან ასოცირდება: სწავლა, ახალი შესაძლებლობები, მოგზაურობა და მსოფლხედვის ცვლილება ხშირად სწორედ იუპიტერის აქტიურ პერიოდებს უკავშირდება, თუმცა გაფართოება ყოველთვის პოზიტიური არ არის - შესაძლოა გამოიხატოს ზედმეტობაში, მაგალითად წონაში მატებაში ან ილუზიების გაძლიერებაში.

იუპიტერი კირჩხიბში ეგზალტირებულია. კირჩხიბის ემოციურ, მზრუნველ და ინტუიციურ ბუნებასთან შერწყმით ის აფართოებს ოჯახურ თემებს, შინაგან უსაფრთხოებას, ემოციურ კავშირებს და სულიერ ღირებულებებს.

რეტროგრადული მოძრაობისას იუპიტერი 25°-დან 15°-მდე დაბრუნდა, რაც მიუთითებს, რომ ბოლო თვეებში ბევრმა ხელახლა გაიაზრა საკითხები, რომლებიც პირველად აგვისტოში წამოიჭრა.

ახლა, პირდაპირი მოძრაობის დაწყებით, ეს პროცესები თანდათან იწყებს გაფართოებას და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მზე, მარსი და რეტროგრადული მერკური თევზებში მოძრაობენ.

იუპიტერი მათთან ტრინს ქმნის, რაც ჰარმონიულ ასპექტად ითვლება და ხშირად მიუთითებს დაბრკოლებების მოხსნაზე და გზების გახსნაზე. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ნიუანსი: თევზების ენერგია დაკავშირებულია ინტუიციასთან, წარმოსახვასთან და ფანტაზიასთან, მაგრამ ასევე ილუზიებთანაც.

მერკურის რეტროგრადულობა ამ ნიშანში ხშირად დაბნეულობას და რეალობის დამახინჯებულ აღქმას იწვევს. იუპიტერის გაფართოების ბუნება კი აძლიერებს ყველაფერს, რასაც ეხება. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებელია გავარჩიოთ — სად გვაქვს რეალური შესაძლებლობა და სად შეიძლება ილუზიამ გაგვიტაცოს. სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს ტრანზიტი შეიძლება გახდეს პერიოდი, როდესაც შინაგანად მომწიფებული იდეები და ხედვები რეალურ შესაძლებლობებად გადაიქცევა.

იუპიტერი კირჩხიბში იმოძრავებს 29 ივნისამდე, ხოლო 30 ივნისიდან გადავა ლომის ნიშანში. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელ პერიოდს შექმნის ლომებისთვის, ასევე სხვა ცეცხლის ნიშნებისთვის — ვერძისა და მშვილდოსნისთვის, და მათთვისაც, ვისაც პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ლომში აქვთ. იუპიტერის ენერგია ყოველთვის გვახსენებს მთავარ პრინციპს: ზრდა, სწავლა და ცნობიერების გაფართოება არის გზა, რომლითაც იღბალი ჩვენს ცხოვრებაში შემოდის.

ასევე დაგაინტერესებთ:

დედაბრული ხელი - ქართული საიდუმლო დამწერლობა

🎥 „ყურში დედაჩემის სიტყვები მაქვს: აი, იმ ადამიანს ეტყობა, რომ ოჯახშია გაზრდილი... მაშინ ვეჩხუბებოდი, დღეს ცოტათი ვეთანხმები“ - ანდრო დგებუაძე

„რატომაა მოზარდ გოგონებში ამდენი აბორტის რიცხვი და როგორ ენგრევათ ზოგიერთებს ცხოვრება თავზე?“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

წყარო: www.facebook.com