
მსახიობი ოთო ქათამაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. 42 წლის ხელოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა.
ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება
გარდაცვლილს ტვინის შეშუპება განუვითარდა და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
ხელოვანი უკვე დაკრძალეს, რასაც სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი გამოეხმაურა:
„მთელი გუშინდელი დღე სპექტაკლი იყო, თეატრი.
შენ ჩვენთან ხარ და არ ვიჯერებთ შენს არ ყოფნას.
შენი იუმორი და შენი ლაღი ბუნება გვეხმარება ამაში“, - წერს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი პირველი ქალიშვილი...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი
⭕„ჩემი პირადი ზარმაცა“ - ნინი შერმადინი შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
⭕„ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ - ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება...“ - რა ამბობ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე