Digest Logo

„მთელი ზამთარი აქ გაატარა... რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი უსახლკარო ქალზე

1709187795
მოხუცი ქალი

ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უსახლკარო და მარტოხელა მოხუცის ფოტოს აქვეყნებს და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ კადრს თან ურთავს  ემოციურ პოსტს.

„ალბათ ყველას დაგინახავთ მეტროსთან, მთელი ზამთარი აქ გაატარა. რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს, შვილი უწევს საავადმყოფოში, ისიც ძალიან ავადაა.

არაფერი არ აბადია, აქ ზის ხოლმე და სულ ტირის.

კიდევ შემდეგ მეტროსთან ზის ქალი, ის საერთოდ ვერ დადის.

როგორც იცით, ქვეყანაში არ არსებობს ავადმყოფი მოხუცებისთვის თავშესაფარი სადაც შეიძლება წავიყვანოთ. ასეთი ადამიანი, კიდევ სამოცდაათამდეა, მეტროებთან და ვაგზლის ტერიტორიაზე და მოწყალებით არსებობენ.

რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ სახლი და საჭმელი მაინც ჰქონდეთ.

მომეხმარეთ რითაც შეძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვაშოროთ ქუჩას და სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ. ამდენ საცოდაობას როგორ უყურებენ სხვები ცივად, მართლა გული მისკდება უკვე.

რასაც შევძლებთ, ყველაფრით დავეხმარებით“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

⭕„აბაშიძეზე ჩემს ეზოში აი ამ ბაჭაჭყებმა მანქანა გამიტეხეს, ის ორი ვირი წამალს ეძებდა...“ - რას წერს ნატალია ქუთათელაძე

„ლეჟანკაზე“ მეძინა მე სტუდენტობის მსუყე ნაწილი და მანამდე, სადმე თუ დავთვრებოდით“ - რას წერს გიორგი კეკელიძე