Digest Logo

🎥 „მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა... ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე“ - რას წერს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის და

1751887987
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯა­ი­ა­ნი, ანა მა­ხა­რა­ძე და სა­ლო­მე გორ­გა­ძე.

ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს და დაღუპულ დას ემოციურ სიტყვებს უძღვნის:

„ახლა 05:26 საათია და მთელმა ჩვენმა ბავშვობამ ჩამიარა თვალწინ.. შენზე ფიქრი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას და არც ძილის, მაგრამ როდესაც შენ მანდ ხარ მე რა დამაძინებს?! ძალიან, ძალიან რთულია დაძინება და მერე ამ რეალობაში გაღვიძება… ძალიან ცუდ სიზმარში ვართ, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელია..  

ყოველდღე ვუყურებ ჩვენს ფოტოებს და ვიდეოებს და ყოველდღე ერთი და იგივე კითხვას ვსვამ.. ნუთუ ეს ჩემი და ჩვენი მეგია? ნუთუ ეს ჩვენს თავს ხდება?… დღეები გადის და ეს ტკივილი უფრო და უფრო ღრმავდება, უფრო და უფრო რთულია შენს გარეშე აქ ყოფნა..

მინდა ძალიან მაგრად ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვა ხელი.. დედ-მამიშვილზე ძვირფასი და ახლო, არავინ და არაფერია…  

მტკივა შენი დაკარგვა, მტკივა ის სიცარიელე, რომელიც შენმა წასვლამ დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიარეთ ცხოვრების რთულ და ლამაზ გზებზე…  

ისე რამდენს უძლებს ადამიანის გული არა?! რა ვართ ადამიანები არა? ყველაზე ცოდო ვინც კვდება ის არის, თორემ ჩვენ გვინდა, არ გვინდა, გვიწევს ცხოვრების გაგრძელება ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

ადრე მომენტალურად რომ გავიფიქრებდი, რა შეიძლება მომხდარიყო, ეგეც ცუდად მხდიდა, ჩემი გონება წყვეტდა ფიქრს და ითიშებოდა.  

და ახლა როდესაც ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ჩემი გული და სხეული გაქვავდა, ვეღარ გრძნობს ვერაფერს, ვერც ფიქრობს, ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ჩემი დაა, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გავწირავდი თავს, მაგრამ დამასწრო, სამწუხაროდ.  

ამასობაში მე აქეთ ტკივილით ნატანჯი დღეებით ვცხოვრობ 14 ივნისის მერე და მილიონ ადამიანში ვეძებ ნაცნობ თვალებს, ჩემებურად სევდიანს და იდუმალი გრძნობებით სავსეს… უიმედობის მთელს ბარიკადებს ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ გადავრჩე….  

რთულია იპოვო მომავლის იმედი, იქ სადაც ყველა დღე შავ-თეთრად არის შეფერადებული, რთულია იცხოვრო იქ, სადაც სახლში დაბრუნებულს შენს მშვიდ ღიმილს არ დავინახავ, შენი ფუსფუსი სახლში აღარ იქნება, არც შენი წამოძახილები და არც ჩვენი ჩხუბი.. შენ არ ხარ აქ და ამ სიშორიდან ჩემი ხმა მხოლოდ ყრუდ და არაფრის მომცემად ისმის, მაგრამ მაინც ვაგრძელებ და გესაუბრები უსასრულოდ…  

და ჩვენმა ცხოვრებამ, შენს გარეშე, ფერი დაკარგა… მე ყოველთვის და უსასრულოდ დაგელოდები, რადგან ამ ძალიან ცუდ სიზმარს თუ ბოლომდე გავიაზრებთ, არ ვიცი რა და როგორ იქნება ჩვენს ცხოვრებაში…“, - წერს ნაზი ჯაიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„აქ ტოლები ვართ“ - ნანიკო ხაზარაძე ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს

„დათა, კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის... დედა, მიყვარხარ... მაპატიეთ ძმებო“ - რა წერია წერილში, რომელიც „იმედმა“ გამოაქვეყნა

🎥 „მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, მაინტერესებს ცხოვრება და წინ რა იქნება, არ მიყვარს მოგონებები“ - რას ჰყვება მაია ასათიანი