
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების კითხვებსაც პერიოდულად პასუხობს.
ამჯერად იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე, სირთულეებზე, გამოცდილებებზე ისაუბრა:
„მებრძოლი ქალის გვერდით შენ ის კაცი ვერ გახდები, ძალიან მაგარმა ქალმა რომ შექმნა. მებრძოლი ქალი ამბიციურია, არ არის დამთმობი. ასეთი ქალი თავის სამყაროს ქმნის და იმის დრო არ აქვს, შენ შეგქმნას.
ბოლო ოცი წელია აღარავის ვუტევ, ვტრიალდები და მივდივარ, აღარავისზე ვკარგავ დროს და ენერგიას. ბევრად კომფორტულია. აღარ ვხარჯავ დროს ახსნებზე, არ მიყვარს კამათი, ახსნები და მირჩევნია უბრალოდ წავიდე ქუსლების კაკუნით.
მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, მაინტერესებს ცხოვრება და წინ რა იქნება. ამიტომ არ მიყვარს მოგონებები, მიყვარს წინ ყურება“, - ამბობს მაია ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: