
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც დედისა და შვილის ურთიერთობაზე წერს:
„როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება.
დედის გული გამუდმებით ლოცულობს შვილზე. ეს ლოცვა მთავრდება მაშინ, როცა შვილი უღირსად იქცევა.
მშობელს ჭკუა კი არ უნდა ასწავლო, როგორ მოიქვეს, მშობელს ხელი უნდა შეუცყო, მშვიდად რომ იცხოვროს.
შეუცნობელი საიდუმლოა მშობლების და შვილის ფენომენი. უკიდეგანო სიყვარული, დარდი, მუდმივი ფიქრი.
საიდუმლოდ რჩემა, რატომ ქრება შვილში მშობლების ამაგი, სიყვარული, რატომ იწყება ჯიბრი, შური, გამუდმებული საყვედური.
ზოგისთვის იმდენად უცხოა და დაუჯერებელი ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ასეთი შვილები.
უძირო, ღრმა თემას შევეხე, ვამთავრებ.
მტკივა მშობლების ტკივილი, როცა შვილი დასცინის მშობლებს, ასწავლის როგორ იცხოვრონ, იაზროვნონ და იარსებონ. ასეთ შვილებს არასოდეს უმართლებთ ცხოვრებაში.
მადლობა ჩემს შვილებს სიყვარულისთვის, გაგებისთვის, მოთმინებისთვის. ყველას გისურვებთ, გაგინათოთ გონება უფალმა“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უდახვეწილესი გოგო ხარ“ - მანუ მურღულია წითელ კაბაში პოზირებს