
ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოტა ხნის წინ ქართველ მარიამ შარმანაშვილზე ოფიციალურად დაქორწინდა.
მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვებს ხშირად პასუხობს.
ერთ-ერთმა გამომწერმა მას ჰკითხა, რატომ არ არის იგი მეუღლესთან ერთად.
აი, რა პასუხი გასცა მარიამმა:
„ადამიანებს უკვირთ, რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ.
გამომდინარე კარლოს პროფესიისა, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და გარდაუვალია, რომ ჩვენ ხანდახან ცალ-ცალკე ყოფნა მოგვიწევს.
სხვათა შორის ძალიან კარგად გამოგვდის ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებაა. ხანდახან წყვილის ცალ-ცალკე ყოფნა ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის, რადგან უფრო მეტი მონატრებაა“, - ამბობს მარიამ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე ამა წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.
აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.
ასევე დაგაინტერესებთ: