Digest Logo

🎥 „მუჭში ეჭირა სათამაშო და თმის სამაგრი - როდესაც ხელი მოგვიჭირა, მივხვდით, რომ კონტაქტური იყო“: მაშველი გაგა გიგაშვილი სამაშველო ოპერაციის დეტალებს იხსენებს

1795173645
გაგა გიგაშვილი

მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის, 3 წლის თაიას გადარჩენის დეტალებსა და იმ მომენტს იხსენებს გადაცემაში „იმედის დილა“, როდესაც სამაშველო ჯგუფმა მასთან კონტაქტის დამყარება შეძლო.

გიგაშვილის თქმით, დაზარალებულს დაახლოებით სამი სართულის ნანგრევები, ფილები, სინკარები და ხის მასალა ეყარა თავზე, ხოლო როდესაც მაშველები მივიდნენ, მხოლოდ ფეხი ჩანდა.

„დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე, მის თავზე იმყოფებოდა ნანგრევები, ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც ჩვენ მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როდესაც ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა, ამის შემდეგ ემოცია ვეღარ დავმალეთ.

შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო ეჭირა, თმის სამაგრი ეჭირა, რვა საათის განმავლობაში, მუჭში ეჭირა და როდესაც გავუხსენით, გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავიძახეთ, ხელი მოეჭირა თუ ესმოდა ჩვენი ხმა, ხელი როცა მოგვიჭირა, მაშინ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო, რასაც ვეუბნებოდით ჟესტებით გვაგებინებდა ყველაფერს“, - იხსენებს გაგა გიგაშვილი.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕