Digest Logo

მუჰამად მოკაევის ახალი განცხადება - რა დეტალები ხდება ცნობილი საბა ლაზიშვილის მომავალ მეტოქეზე

1794841757
საბა ლაზიშვილი

სპორტსმენი მუჰამად მოკაევი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ დეკემბერში დუბაიში ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილთან საჭიდაო ორთაბრძოლა შესთავაზეს და ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

„დეკემბერში, დუბაიში, საბასთან ჭიდაობის ორთაბრძოლა შემომთავაზეს. წავედით!“, - წერს მუჰამად მოკაევი.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რატომ „გაქრა“ ციური ნიშნები ბიბლიის თანამედროვე რედაქციიდან - რას წერს ხათუნა ნოელი

⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი

⭕ „ადამიანს ნაწილებად ვერ დავეხმარებით“ - ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე „გენოსკოპიურ მეტაანთროპოლოგიაზე“ დაყრდნობით წერს

✕