Digest Logo

„მზად ვართ ბრძოლისთვის...“ - ლაშა ბექაურის ოპერაცია წარმატებით დამთავრდა

1777991278
ლაშა ბექაური

ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საფრანგეთში ოპერაცია გაიკეთა. სპორტსმენი გვიზიარებს ფოტოს და წერს რომ მზად არის ბრძოლისთვის.

„მზად ვართ ბრძოლისთვის...“, - წერს ბექაური ფოტოზე.

ცნობისთვის, სპორტსმენმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო, მან მხრის კუნთი დაიზიანა. რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექაურს ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა და ოპერაცია საფრანგეთში, ფრანგი ექიმების მიერ უნდა ჩატარებულიყო.

„საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს.

ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.

ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა.

ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება.

ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.

ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა“, - წერდა სპორტული მედიცინის ასოციაციის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცრად გამოიყურები“ - თამო ვაშალომიძე წითელ კაბაში ბრწყინავს

⭕„პოკერის ბანქოს წინასწარმეტყველება: ვინ ხართ გუნდში - „გენერალი“ თუ „ჯარისკაცი?“ - რას წერს ეზოტერიკოსი

🎥 „ყველა კუთხე და ნივთი ძვირფასია“ - დაათვალიერეთ ციცინო შურღაიას სახლი