რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნამდვილი კულტურული აფეთქება მოხდა. რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა - "ვეფხისტყაოსანი" წარუდგინა.
თუმცა, ოფიციალურ აღიარებასთან ერთად, სპექტაკლს სკანდალური გამოხმაურებაც მოჰყვა - განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში თინათინის როლის შემსრულებელი, ქეთი სვანიძე მოექცა.
მსახიობთან პირველი ინტერვიუ „პრაიმ ტაიმმა“ ჩაწერა, სადაც ქეთი სვანიძემ თქვა, რომ ამ ყველაფრისთვის მზად იყო:
„მადლიერი ვარ, რომ ბატონი რობიკო 30 წელია ამ სპექტაკლს დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მაშინ მოვხვდი.
მარინა ჯანაშიამ მითხრა, თეატრში რომ შემოხვედი, შენში ვეფხისტყაოსნის გმირი დავინახეო. დაიმახსოვრე, შეიძლება ცოცხალი არ ვიყო, მაგრამ როცა დაიდგმება, შენ ამ სპექტაკლში ითამაშებო.
გულში, ჩუმად მივუძღვენი პრემიერა ქალბატონ მარინას, ახდა ის, რაც მან მითხრა, მიწინასწარმეტყველა.
ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, რომ ასეთი როლი მხვდა წილად ცხოვრებაში, ისტორიული ამბავი იყო საქართველოსთვის და ყველაზე საპასუხისმგებლო იყო. დიდხანს გვქონდა რეპეტიციები, მიყვარს ბატონი რობიკოს რეპეტიციები.
მზად ვიყავი კრიტიკისთვის“, - ამბობს ქეთი სვანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ - „მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო“
⭕სად და როდის ჯობია აპრილში სახლის დალაგება, რომ სისუფთავესთან ერთად ფინანსური ნაკადიც მოიზიდოთ