გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. გთავაზობთ მორიგ პოსტს:
„ასეც თენდება: ხან მზის ნაცვლად, სული ამოგვდის -
დღე ცარიელი სხეულისთვის უფრო ახლოა.
და შენაჩვევი გულრგილობით ვზვერავთ ამოდენს,
გადახვეწილი სიხარულის სამოსახლოებს.
პირში სიჩუმე დავიგუბეთ და მალე დალპა,
დუმილი წვეთავს და დუმილი გვწამლავს ნელ-ნელა
და გვიან ვიგებთ მორიგ ფიქრად და მორიგ დარდად,
რომ ჩვენს ჩირაღდნებს თურმე ცეცხლიც შემოებნელათ.
რომ ქარიშხალი მოგვაწყურეს და აქანდაზით
ჩუმად მოგავეს ოცნებების ნაცნობი ცირკი -
რადგან ცხოვრება უკუღმართად წვრთნიდა ანდაზებს:
ქარი დავთესეთ და პასუხად ცხელ მზეებს ვიმკით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადაიწერე პირჯვარი, მიხვდი და გაიაზრე, რომ იმედი შენშია...“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე