Digest Logo

„ნაადრევი მშობიარობის რისკი მქონდა, საბედნიეროდ, დათუნია 38 კვირამდე გაჩერდა მუცელში“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

1725347656
ნანა აროშიძე

ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ „ტიკტოკ“პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს ათავსებდა.

დაოჯახების შემდეგ იგი მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში გადავიდა საცხოვრებლად.

რამდენიმე დღის წინ ნანა დედა გახდა. წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს.

ახალშობილის კადრებს ბლოგერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„28 კვირის ორსული ვიყავი, მამუკა ექიმი რომ გავიცანი. მასთან მომიწია მკურნალობა, რადგან ნაადრევი მშობიარობის რისკი მქონდა და ჩემმა მეან-გინეკოლოგმა, მერი ხორავამ, მამუკა ექიმთან გამაგზავნა, როგორც მაღალი რისკის ორსულების ექსპერტთან საქართველოში.

ორი დღით გამაჩერეს კლინიკაში და შემდეგ უკვე სახლში გავაგრძელე მკურნალობა. საბედნიეროდ, და ჩემი ძვირფასი ექიმების დახმარებით, დათუნია 38 კვირამდე გაჩერდა მუცელში და დროულად მოევლინა ქვეყანას.

ვიმშობიარე ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში, ისევ მამუკა ექიმის დახმარებით, რომელზედაც ორი სიტყვა უნდა გითხრათ:

მამუკა ნემსაძე საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატაოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია, პროფესორი, 33 წლიან გამოცდილებას მეან-გინეკოლოგიაში ახლა თავის ცოდნას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უზიარებს.

კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, ძალიან გამიმართლა, რომ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში აგვისტოში, ჩემს მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, სამშობიარო ბლოკი გაიხსნა და ამ ბლოკის ექიმები ბატონი მამუკა და მისი გუნდი არიან.

ექთნები და ექიმები თუ მომენატრებოდნენ, ასი წელი ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ, გულწრფელად, ჟორდანიაში მომდევნო ვიზიტამდე ერთი სული მაქვს ხოლმე. უკეთეს გარემოს იმ რთული პერიოდის გადასალახად, რასაც მშობიარობა ჰქვია, ვერც ვისურვებდი“, - წერს ნანა აროშიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nana Aroshidze (@nana_inthefarm)

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გახდა სტუდენტი 36 წლის ასაკში ვახო ბიჭიკაშვილი და როდის ეწყება მას მონატრების „შემოტევები“

⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

⭕ +33, +35 გრადუსი - როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი