ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მხიარული ფსიქოლოგიის ციკლიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიხსნის, როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები:
„როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები:
დეპრესიულმა ფსიქოტიპმა მესიჯი ნახა, უპასუხა, ინანა, რომ უპასუხა, მით უმეტეს თუ პასუხის მერე კიდევ ათჯერ მისწერეს და სიქა გააძვრეს.
ობსესიურმა მესიჯი ნახა, უპასუხა დროულად და ამომწურავად, მერე ათჯერ გადაიკითხა, რომ შეემოწმებინა, რამე ხომ არ შეეშალა და თუ ჩასწორების საშუალება მიეცა, ამდენჯერვე ჩაასწორა.
ისტერიული პასუხობს ბევრს, გრძლად და ემოციურად და ერთი მესიჯის პასუხად, ხშირად რამდენიმეს.
ნარცისტული პასუხობს როცა/თუ მოესურვება.
შიზოიდური პასუხობს მოკლედ, როცა/თუ გაახსენდება, რომ მისწერეს.
პარანოიდული - რატომ მისწერე? ვინ ხარ? რა გინდა?
შერეული ტიპაჟი მესიჯის მიმოწერის მიხედვით იცვლის ფერსა, გინდა ზნესა.
ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო 28 წლის კაცი, რომელიც გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა
⭕თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვაა