Digest Logo

„ნახატის შექმნა რომ დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი რამხელა სიკეთის ჯაჭვს ვქმნიდი... სულ მეტირება ისეთი განცდა დამეუფლა“ - თეკლა ნადირაშვილი

1664184349
დათი ქორქოაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეკლა ნადირაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შარტავაზე დაშავებული დათის და პატარა ნიკოლოზის შესახებ წერს. 

როგორც ირკვევა თეკლამ შექმნა ნახატი, რომლის გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხით სურს, კაცხის სვეტის მონასტრის ეზოში ნიკოლოზის და დათის სახელზე ყვავილები და მცენარეები დარგოს.

„სიკეთის ანგელოზი“

ნახატის შექმნა რომ დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი რამხელა სიკეთის ჯაჭვს ვქმნიდი, ვფიქრობდი თუ გაიყიდება, თანხას ჩემ გაკეთებულ სიკეთეს მოვახმარ და რომ არა დღევანდელი დღის სასწაული, ამის „აფიშირებას“ არც მოვახდენდი.

დათი ბიჭის ამბავი ყველამ იცით, ის ჩემი მეგობრის ქრისტის შვილია და ახლა ისიც გერმანიაში გადის სარეაბილიტაციო მკურნალობას, ჯერ ერთმანეთის ნახვას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ, თუმცა აუცილებლად ჩავეხუტებით ერთმანეთს როდესაც ბავშვებისთვის უსაფრთხო იქნება ჩვენი შეხვედრა.

მოკლედ, მე მქონდა ჩანაფიქრი, რომ თანხა მისი მკურნალობისთვის ჩამერიცხა და მოხდა ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი ამბავი, დღეს, დილით, დათის დედიკო მწერს მესინჯერში, რომ ნახატის შეძენა გვსურს თუ არ გაყიდულაო, ხვდებით ხო მის ჩანაფიქრსაც, (სულ მეტირება ისეთი განცდა დამეუფლა) მე მას მივწერე რომ ნახატი გაყიდულია და მისი მფლობელი არის ძალიან ღირსეული ადამიანი გიორგი არველაძე, რომელმაც ეს სიკეთის ჯაჭვი შექმნა და თუ რატომ ჯაჭვი, ამასაც ახლავე მოგიყვებით.

მოკლედ, გადავწყვიტე ეს თანხა ( 2 000 ლარი) შევწირო კაცხის სვეტის მამათა მონასტერს კაცხის სვეტს, რომელსაც სათავეში უდგას უსათნოესი, უკეთილშობილესი წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა ილარიონი, მან შავ ბერებთან და მონასტრის საძმოსთან ერთად ჩვენი ამბავი ლოცვით ღმერთამდის მიიტანა და ჩემი რწმენაში გაძლიერებაც სწორად მათი დამსახურებაა.

მინდა ამ თანხით, ნიკოლოზის და დათის სახელით კაცხის სვეტის მონასტრის ეზოში დაირგოს უამრავი ყვავილები მცენარეები და ამ ბავშვების სახელით ეს საოცარი ადგილი, მართლაც სამოთხე დედამიწაზე კიდევ უფრო გალამაზდეს და ყველა იქ მისულს ულამაზესი ბაღით გული გაუთბოს.

აი, ასეთი სიკეთის შექმნა შევძელით და უღრმესი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის, რომელსაც არასოდეს დაგივიწყებ“, - წერს თეკლა ნადირაშვილი.

 

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„2 ოქტომბრიდან საცობები შემცირდება“ - საიმედო პროგნოზი

🔘„ეს ოთხი ნიშანი უნდა იყოს ყურადღებით“ - კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔘ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურებში მუშაობენ, დიდი ალბათობით, პარტნიორებს ღალატობენ