გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
სწორედ ეს გამონათქვამი გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რის გამოც მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვია, მეტიც ის თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სპექტაკლიდან მოხსნეს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ჩუბინიძე სწორედ აღნიშნულ სკანდალს ეხმაურება. მისი თქმით, ეს მაყაშვილის ბრალი კი არა, საზოგადოების ბრალია.
როგორც ჩუბინიძე წერს, სათრევები არიან ამ გადაცემების პროდიუსერები, წამყვანები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი.
„ნახევარი საქართველო ხაშურზე ღლიცინებთ, წლები იუმორისტული გადაცემების, „მარადიული სერიალების" თემაა და პროტესტის გამოხატვისას არასდროს მახსოვს თქვენი ჩემდამი მხარდაჭერა.
სირცხვილია ასე ათრიოთ ადამიანი, როცა უარესი სირცხვილი და სიქაჯეა ის გადაცემები, რა გადაცემების სტუმარიც იყო ეს მსახიობი ქალბატონი.
ვისსავით აცვია კი არა, ვინმე მსახიობ თამარას შვილიშვილს როგორ აცვია, თურმე უნდა გვაინტერესებდეს და ამას სატელევიზიო გადაცემები გვტენიან.
ვინმე ია ფარულავას „კონვერტში", ასევე ვინმე თამო ვაშალომიძე რას იტყვის, თურმე უნდა გვაინტერესებდეს.
და რამდენი ასეთი სატელევიზიო ნაგავი?!
აი, სათრევი ამ გადაცემების პროდიუსერები, წამყვანები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფია.
გაივსო ქვეყანა ამ სიქაჯით და მერე გვიკვირს ასეთი დაბრეხვებები.
P.S. სულ რაღაც 10 დღე დავყავი ხულოს მუნიციპალიტეტში და თითქმის ყველა სოფელი მოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და მაშინ მივხვდი რა იყო ნამდვილი საქართველო. ძალიან შემიყვარდა ეს მხარე, ამიტომ მორიგი სატელევიზიო სიქაჯე ნუ გეწყინებათ ხულ(ო)ელებო, ეგ არაა მაგ ქალბატონის ბრალი, ჩვენი, საზოგადოების ბრალია რომ გვკადრებენ და ვიღებთ მსგავს გადაცემებს ხულოში და დანარჩენ საქართველოში“, - წერს გიორგი ჩუბინიძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: