Digest Logo

„ნამდვილი ქალივით მოკვდა... იმედია, მდედრული პატივით დაკრძალავენ...“ - ანდრო სოლოღაშვილი ლიზა ქისტაურზე

1673160452
ანდრო სოლოღაშვილი

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა. უამრავი ადამიანი წუხს ამ ფაქტის გამო და საჯაროდ აფიქსირებს აზრს.

👉„მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა! 9 წელია არანაირი შეხება არ აქვს ტელეპროექტთან“ - ინტელექტუალური კლუბის განცხადება
 

ერთ-ერთ მათგანი რომელსაც განსხვავებული შეხედულება ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ყოფილი წევრი - ანდრო სოლოღაშვილი გახლდათ. მისი რადიკალური დამოკიდებულება გარდაცვლილი ტრანსგენდერის მიმართ აღმაშფოთებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რის გამოც სოლოღაშვილი გააკრიტიკეს.