Digest Logo

ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“

1730704259
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც მეორე შვილის დედა ცოტა ხნის წინ გახდა, გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.

მსახიობი დღეს, 4 ნოემბერს იუბილარია და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც სასიამოვნო სიახლის შესახებ აუწყებს საზოგადოებას.

იგი მესამე შვილის მოლოდინშია. 

„ჩემი 4 ნოემბერიც დადგა მთელი წელი ისე ველოდები ამ დღეს, როგორც ახალ წელს…

ფული, შური, ორპირობა, ღალატი, გაუტანლობა, ეჭვიანობა, ბოღმა ეს ის სიტყვებია რაც ჩემს გონებას და გულს არასოდეს გაკარებია, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის და ჩემი საამაყო მშობლების…

მიყვარს ადამიანები, მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი დიიიიდი ოჯახი, ჩემი სამსახური, მიყვარს მათთვის ცხოვრების გახალისება, მათი ერთგულება, მოფერება, გვერდშიდგომა… ჩემს ცხოვრებაში პირდაპირ ზეიმი შემოგაქვთ ჩემებს…მე კი ამ სამყაროსგან და უფლისგან მადლობას ვიღებ: კახა კაშიას,ნინა კაშიას, ირაკლი კაშიას და მუცელში ახალ კაშიას.

და ყველას გიხდით მილიონ მადლობას რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში და შემოგაქვთ ბედნიერება-მილიონად დაგიბრუნებთ ყველას!!!

პ.ს. შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“, - წერს ნანუკა გულუა. 

მსახიობი 2021 წლის შემოდგომაზე დაქორწინდა მისი მეუღლე კახაბერ კაშიაა, წყვილს 2 შვილი ჰყავს.

ნანუკა პირველი შვილის, უსაყვარლესი ნინას დედა 2022 წლის ზაფხულში გახდა. ნინა აქტიური ბავშვია და ხშირად ჩანს დედის სოციალურ ქსელებშიც. მან უკვე მოახერხა ნანუკას მეგობრებისა და გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება.

2023 წელს კი ნანუკა მეორე შვილის დედა გახდა - მსახიობსა და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას, ბიჭი შეეძინათ.

„საოცნებო ქმარია. მე მამა მყავდა, რომელიც სულ ოჯახისა და შვილებისთვის იყო. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ. თუ არსებობს გამოთქმა „კრუხი დედა“, ეგეთი ვარ. შვილები არის აღმატებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ესენი კარგად მყავდნენ.

გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა. დაჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება“, - ამბობდა ნანუკა გულია ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!

⭕🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის