დიდი ხანია, რაც მსახიობი ნანუკა გულუა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის ბედნიერებას ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს, შესაბამისად, ისიც ძალიან ხშირად აქვეყნებს თავისი ცხოვრების სასიამოვნო მომენტების კადრებს სოციალურ ქსელში. დღეს მსახიობი იუბილარია. მან კოლეგებისგან და ახლობლებისგან მილოცვები მიიღო, რასაც საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
„ხარხარების ყველა ფოტო ვერ ვიპოვე. მინდა, სულ უამრავი მიზეზი გქონდეს, რომ საუკეთესო განწყობაზე იყო მთელი ცხოვრება!!!! შენ უსაყვარლესებთან ერთად!
მიხარია შენნაირი გულითადი და ერთგული მეგობარი!!
სიცოცხლით ტკბობის სიამოვნებას და უდიდეს სიყვარულს გისურვებ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
„სულ ბედნიერი უნდა მყავდეს ჩემი მზე გოგო“.
„გილოცავ დაბადების დღეს“.
„ყოველთვის იყავი ბედნიერი. მიყვარხარ“, - წერენ მსახიობები.
ასევე დაგაინტერესებთ👇